რუსეთში ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით პირველი კონკრეტული შედეგი აპრილისთვის იქნება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
"თითოეულ ობიექტზე ორი-სამი დაინტერესებული პირი არსებობს, თუმცა კონკრეტული შეთანხმების ხელმოწერა ჯერ არ მომხდარა. პროცესი მიმდინარეობს და პირველი კონკრეტული შედეგები აპრილისთვის უნდა იყოს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.