მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი არ ასახელებს თუ ვის მისცა ხმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.
"თუ ვიტყვი ვის მივეცი ხმა ამას კანდიდატის მხარდასაჭერ კამპანიად ჩამითვლიან, ამიტომ ჩემს არჩევანს საიდუმლოდ დავტოვებ. რაც შეეხება საარჩევნო ყუთების გამჭვირვალობას, ისინი კი არა ცხოვრება უნდა იყოს გამჭვირვალე", - განაცხადა ლუჟკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის სავარძლისათვის იბრძვიან: რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირონოვსკი, რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი, პარტია "სპრავედლივაია როსიას" კანდიდატი სერგეი მირონოვი და ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი.
რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია 2011 წლის 26 ნოემბერს დაიწყო.
არჩევნების საბოლოო შედეგი კანონის მიხედვით 14 მარტამდე უნდა გახდეს ცნობილი 17 მარტამდე კი ეს შედეგები ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს. 4 მარტს არჩეული პრეზიდენტი თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად 7 მაისს შეუდგება.