პოლონეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს საქართველოს კონსულმა პოლონეთში, ბიძინა ყიფიანმა განუცხადა.
"ჩვენ კონტაქტში ვიმყოფებით შესაბამის უწყებებთან და ჩვენი ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეები დაშავებულთა და დაღუპულთა შორის არ არიან", - განაცხადა ყიფიანმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა.