თბილისში, ლოჭინის ხიდთან, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომანქანა ბოძს შეეჯახა. 
გავცელებული ინფორმაციით, ადგილზე დაიღუპა ერთი მგზავრი, კიდევ ორი ადამიანი კი გადაბრუნებული მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს.  მათგან ერთ-ერთი, მანქანის მძღოლი, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
ექიმების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.