ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა. 
მსოფლიოს 400 საუკეთესო კლუბში თბილისის "დინამო" ერთბაშად თვრამეტი ადგილით დაწინაურდა და 102-ე ადგილზე იმყოფება. 
შეგახსენებთ, რომ წინა თვის მონაცემებით თბილისელები 120-ე ადგილზე იმყოფებოდნენ.