13 იანვარს, ძველით ახალი წლის ღამეს, "მაგთიკლუბში" ვარსკვლავები იმღერებენ. მაყურებლის წინაშე წარდგებიან დათო ევგენიძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი და გიო ხუციშვილი.
კლუბი 13 იანვარს, 21:00 საათზე გაიხსნება. პროგრამა დაიწყება 22:00-ზე და 14 იანვრის 02:00-მდე გასტანს.
ბილეთის ფასში (100 ლარი) შედის ტკბილი საახალწლო სუფრა და შამპანური.