"რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან ყველანაირი კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმართვა შეუძლებელია", _ აცხადებს პოლიტოლოგი, საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე, რუსეთის მიერ საქართველოს შემოთავაზებაზე გაკეთებული განცხადების პასუხის კომენტირებისას, რომლის დროსაც რუსეთმა საქართველოს შეთავაზებაზე უვიზო რეჟიმის დამყარების პასუხად საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესთავაზა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადება "კიდევ ერთხელ აშიშვლებს იმ ქართველი პოლიტიკოსების მცდარ მეტი რომ არ ვთქვათ პოზიციას რომელნიც დღეს მზად არიან გადაიღებონ ფერი და პროამერიკულიდან პრორუსულ რელსებზე გადავიდნენ და და ამერიკასთან ურთიერთობის გაუარესების, ნატოზე უარის თქმის ჩვენ დავუახლოვდეთ რუსეთს", - აცხადებს პოლიტოლოგი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს. მისი თქმით, რუსეთი მზად არის ორმხრივ საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი შემოიღოს. "ამისათვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ დააკმაყოფილოს სამართლებრივი პირობები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში ჩამსვლელი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნება", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოს საგარეო უწყებამ უპასუხა, რომ საქართველო მზადაა რუსეთის მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგის შემდეგ დაიწყოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი.
"ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე საუბარი, განვაახლოთ დიალოგი, როგორც კი რუსეთის ხელისუფლება დაგვანახებს, რომ იგი მართლაც მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯები და დაგვანახებს, რომ მის მიერ გაცხადებული ინიციატივა რეალურად გულწრფელ საფუძვლებს ეყრდნობა. "დაიწყებს დეოკუპაციის პროცესს და გაიყვანს რუსეთის ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან და უკუაგდებს მის მიერ უკანონოდ მიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიების აღიარებისა", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილმემ ნინო კალანდაძემ სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
კალანდაძემ აღნიშნა, რომ ორ სახელმწიფოს შორის ნებისმიერი სახის დიალოგი შეიძლება წარიმართოს მხოლოდ ურთიერთპატივისცემისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ფარგლებში.