26 იანვარს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ერთმოქმედებიანი ბალეტების საღამო გაიმართება.
წარმოდგენილი იქნება ბალეტები: "წამი გარდასახვამდე", "სერენადა" და "საგალობელი".
"წამი გარდასახვამდე" ერთმოქმედებიანი აბსტრაქტული ბალეტია. იგი თანამედროვე ამერიკელმა ქორეოგრაფმა თრეი მაკინტაერმა ჰიუსტონის საბალეტო დასისთვის შექმნა. ბალეტი აფრიკულ ლეგენდას ეფუძნება, რომლის მიხედვით, სიკვდილის წინ ადამიანი იხსენებს თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და ბედნიერ მომენტებს.
"საგალობელი" ერთმოქმედებიანი ბალეტია ქართულ ხალხურ მელოდიებზე. ბალეტები იოსებ კეჭაყმაძის, არჩილ კერესელიძის, რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძის, მერაბ მერაბიშვილის მუსიკაზეა შექმნილი.