13, 14, 15 დეკემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში პრემიერა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ლაშა ბუღაძის " 7 პ პ " (შვიდი პატარა პიესა)
სპექტაკლის რეჟისორია ზურაბ გეწაძე, მხატვარი _ შოთა გლურჯიძე, კოსტუმების მხატვრები _ ნინო და სოფო ქორიძეები.
სპექტაკლში მონაწილეობენ ქეთი ასათიანი, რუსიკო ბოლქვაძე, მაია გელოვანი, ვანო თარხნიშვილი, ლია კაპანაძე, ლალი კეკელიძე, თემო ნატროშვილი, ნათია ფარჯანაძე, გიორგი ყიფშიძე, ნანა შონია, ეკა ჩხეიძე, ნიკა წერედიანი.