ქალაქი ფლორენცია ქართული თეატრალური საგანძურის ფოტოასლებს მასპინძლობს. იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გალერეაში პეტრე ოცხელის, ელენე ახვლედიანის,ლადო გუდიაშვილის და სხვა დიდი ქართველი მხატვრების ნამუშევართა რეპროდუქციული გამოფენა მიმდინარეობს.
გამოფენის პარალელურად, მიმდინარეობს სამეცნიერო კონფერენცია თემაზე "მოდერნიზმი კავკასიაში თბილისი-ერევანი, ბაქო". კონფერენცია მუზეუმის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს და საქართველოს თეატრის,მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დამაარსებლის, დავით არსენიშვილის ხსოვნას ეძღვნება. მსგავსი მასშტაბის სამეცნიერო ფორუმი ევროაში პირველად ეწყობა.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ცენტრის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თეატრალური უნივერსიტეტისა და საქართველოს თეატრის,მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლები.
ევროპული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები კავკასიელ მეცნიერთაგან ქართული თანამედროვე ხელოვნების განვითარების თავისებურებებს, მოდერნისტული კოლექციების სიმდიდრესა და უნიკალურობას გაეცნობიან.
იტალიაში სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა 3 მარტამდე გაგრძელდება.