იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განმარტებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონში 26 პრიმა მუხლი კი არ გაუქმდება, არამედ ახლებურად ჩამოყალიბდება.
კუბლაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო შემოთვაზებები "დაკავშირებული პირის" დაზუსტებასთან დაკავშირებით და მისი დაზუსტება არასამთავრობოებთან სამუშაო რეჟიმში მოხდება. მისი თქმით, კანონში ასევე დაზუსტდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშიერებული საკითხები. ასევე ჩაიწერება შემოწირულობებთან დაკავშირებით ჩანაწერი, რომელიც გამორიცხავს კანონდარღვევით პოლიტიკაში ფინანსების შემოსვლას. ამასთან, კუბლაშვილი არ გამორიცხავს, რომ კონტროლის პალატის ფუნქციები გადაიხედოს.
"რაც შეეხება კონტროლის პალატას, არასამთავრობოებს ჰქოდნათ გარკვეული წინადადებები რომლეთა ნაწილი მისაღებია", - აცხადებს კუბლაშვილი.
მისი თქმით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებების მომზადებასთან დაკავშირებით არასამთავრობოებთან შეხვედრა მომავალ კვირაშიც გაგრძელდება.