მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში "დაკავშირებული პირის" ცნება ახლებურად ჩამოყალიბდება. ამის შესახებ ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პავლე კუბლაშვილთან არასამთავრობო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველი ძალა მზად არის, შეიცვალოს და ნორმალური რედაქციით ჩამოაყალიბოს 26 პრიმა მუხლი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს ეხება. მისი თქმით, სავარაუდოდ, კანონში დაზუსტდება პარტიებთან დაკავშირებული იურიდიული და ფიზიკური პირის ცნება. მელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს ტერმინი კანონიდან საერთოდ ამოვიდეს.
"სანქციები და შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ იმას, ვინც ფულს ხარჯავს და არა იმათ, ვისაც გაცხადებული პოლიტიკური სიმპათიები აქვთ ამა თუ იმ პარტიის მიმართ", - მიაჩნია მელაშვილს.