2 მარტს, 16:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიქელ თამარაშვილის წიგნის (რეპრინტის) "ისტორია კათოლიკოსობისა ქართველთა შორის" პრეზენტაცია.
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ავტორის გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავთან დაკავშირებით.
წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ გავრცელდა კათოლიკეობა საქართველოში, როგორ და რა პირობით მოღვაწეობდნენ კათოლიკე მოძღვრები, რამდენად ნაყოფიერი იყო მათი მოღვაწეობა და საქართველოში კათალიკოსობის ისტორიასთან დაკავშირებული XIII - XX საუკუნეებში განვითარებული სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები. წიგნში წარმოდგენილია ისტორიული საბუთები თავისი განმარტებებით.