თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების ფარგლებში, მტკვრის დონე 11 მეტრით დაიწევს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
"მარჯვენა სანაპიროზე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების ფარგლებში: ორთაჭალაში, გორგასლის ხიდთან, გზის გაფართოების საპროექტო სამუშაოსთან დაკავშირებით, საჭირო გახდა მტკვრის დონის დაწევა 11 მეტრით. ამისთვის ორთაჭალჰესიდან მოხდება მტკვრის დონის დაწევა და დიდი რაოდენობის წყლის გადინება რუსთავამდე", - განმარტავენ მერიაში.
თბილისის მერია ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, ვინც საქმიანობას აწარმოებს მტკვრის სანაპიროზე, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.