საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რეალურია, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. პრეზიდენტის ვარაუდით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება უკვე დაიწყო და მომავალ წელს დამთავრდება.
"ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარკება გუშინწინ დავიწყეთ. რეალისტურია, რომ მომავალ წელს დავამთავრებთ. მომავალი წლიდან რეალისტურია, რომ საქართველოს ჰქონდეს ამომწურავი, ღრმა და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ჩვენ გვექნება ასევე თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან, რაც არ აქვს არც თურქეთს, არც გერმანიას. მთავარი საკითხი, რასაც გერმანიის კანცლერი აყენებს ამერიკასთან, არის, რომ გერმანიასა და ევროკავშირს ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან, მაგრამ ამერიკისგან იღებს უარს. ერთადერთი ქვეყანა ევროპაში და რეგიონში, რომელსაც ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა ექნება, ეს არის საქართველო", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით უმუშევრობა, ფაქტობრივად, აღარ იქნება.
"თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და ევროკავშირთან ნიშნავს, რომ საქართველო ხდება მართლაც ცენტრი წარმოების ყველა მიმართულებით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.