ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე ორმა ავღანელმა მოკლა. ამ ორიდან ერთ ერთი დავარაუდოდ ავღანეთის ნაციონალირი არმიის სამხედრო მოსამსახურეა. ინფორმაციას ამის შესახებ "ISAF"-ის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით ეს ინციდენტი ავღანეთის სამხრეთით მოხდა. დამატებითი ინფორმაცია მომხდარის შესახებ არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ სავარაუდოდ ავღანური პოლიციის ოფიცერმა ორი ამერიკელი სამხედრო მრჩეველი ქაბულში ავღანეთის შს სამინისტროს შენობაში მოკლა.
ანტიდასავლური საპროტესტო ტალღა ავღანეტში მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბაგრამში აშშ-ს ბაზაზე აშშ-ს სამხედროებმა რამდენიმე რელიგიური წიგნი, მათ შორის ყურანი დაწვეს.