"სახალხო კრება" "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების ერთადერთ გზად ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნას მიიჩნევს. როგორც "სახალხო კრებაში" განმარტავენ, ამ ფრონტმა უნდა უზრუნველყოს მმართველი ძალის დამარცხებისთვის საჭირო წინაპირობების შექმნა და რეალურად კონკურენტულ გარემოში არჩევნების ჩატარება.
"არავის აქვს უფლება, არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში, ჭეშმარიტების მონოპოლიზებისა."სახალხო კრება" ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომლებმაც 26 მაისს მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან ღირსების შელახვას, სამშობლოს დანაწევრებას და ქვეყნის დიქტატურისაკენ სვლას, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა განთავისუფლდეს და ჩამოყალიბდეს ის რეალობა, რომელიც გამორიცხავს მომავალში ავტორიტარული რეჟიმისა და ხელისუფლების მონოპოლიზმის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას და დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნულია "სახალხო კრების" განცხადებაში.
განცხადების თანახმად, "„სახალხო კრება" იბრძოლებს და აუცილებლად მიაღწევს იმას, რომ თავისუფალი არჩევნების გზით არჩეულ იქნას ისეთი ხელისუფლება, რომელიც გაატარებს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს - საკუთარ ხალხს და არა საკუთარ ინტერესებს".