"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში არასამთავრობო სექტორის მიერ საკანონმდებლო წინადებებზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს დღეს, 17:00 საათზე იურიდიულ საკთხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი შეხვდება.
დღევანდელ შეხვედრას დღეს ასევე „მრავალპარტიული დემოკრატიის ნიდერლანდების ინსტიტუტის" და ადენაუერის ფონდის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომელებსაც კანონში შეტანილი ცვლილბების შემდეგ პარტიებთან მუშაობა დრეობით შეაჩერეს.
აღსანიშნავია, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების პაკეტი ფარქცია „ქრისტიან-დემოკრატებსაც" ჰქონდათ მომზადებული, თუმცა მათ პროექტი უკან გაიწვიეს და მისი შეჯერება არასამთავრობო სექტორის წინადადებებთან გადაწყვიტეს.
პავლე კუბლაშვილის შეფასებით, კანონი სამოქალაქო აქტივობის წინააღმდეგ არ არის მიმართული, რაც პრაქტიკითაც უკვე დადასტურა.
თუმცა არასამთავრობო სექტორს და პოლიტიკური პარტიებს კანონში დაზუსტებების შეტანას ითხოვენ, რაზეც კუბლაშვილის თქმით, უმრავლესობა მზადაა მათი წინდადებები განიხილოს.