მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემ "KALIAKRA"-ს ჯარიმა დაეკისრა.
"KALIAKRA"-ის კაპიტანი, როსენ დინევი, ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58 მე-2 მუხლით, რომელიც ზღვის დაბინძურებას გულისხმობს.
კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65000 ლარის ოდენობით და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 16 940 ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს, დასავლეთის რეგიონალური სამსახურისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ფოთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი "KALIAKRA" 7 იანვარს დააკავეს