"თუ მაგრები ხართ იმაზე კი ნუ ხართ დამყარებული, რომ მოვა რომელიმე გუდიანი კაცი ან ქალი უცხო ქვეყნიდან, მომიკიდებს ზურგზე მე ან ნაციონალურ მოძრაობას და სადღაც წაიყვანს. ეს არ მოხდება, იმიტომ, რომ ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპის საწინააღმდეგოა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისათვის გიორგი თარგამაძისათვის პასუხის გაცემისას.
"თქვენი მთავარი პრობლემა არის ის რომ თქვენ კატასტროფულად არ გჯერათ საკუთარი ძალების და საკუთარი თავის. საკმარისად ვერ დაუმტკიცეთ ხალხს რომ გაქვთ უნარი გადაიბაროთ ხელისუფლება. თქვენ რითი ხართ დაკავებული? ჩამოვიდა ჰილარი კლინტონი და ორი თვე იძახოდით რომ კლინტონი ჩამოვიდა რომ წაიყვანოს სააკაშვილი, გეგონება გუდიანი კაცია ან ქალია, რომელიც ჩამოდის და მოკიდებს ზურგზე დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს სადღაც ვაშინგტონის რომელიღაც გარეუბანში გადამალავს. Mმერე იმედი გქონდათ რომ აშშ-ში აუცილებლად დაგვტუქსავდნენ და გვეტყოდნენ რომ აბა დროზე აიკრიფეთ გუდანაბადი და გამოიქეცით. Mმე ვფიქრობ ეს არის არასერიოზული თამაში. იმიტომ რომ მთავრი მოქმედი პირი გამოგრჩათ", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ მთავარი მოქმედი პირი ეს ქართველი ხალხია.
"რამდენიც არ უნდა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ ისტორიაზე, ღვთის ნებაზე და კოსმოსურ ძალებზე მთავარი მოქმედი პირი გამოგრჩათ - ქართველი ხალხი", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.