"ჩემი გეგმებია რომ ვიცცხოვრო ისეთ განათებულ საქართველოში რომელსაც ვერავინ ვერ ჩააქრობს და ჩააბნელებს და ამასაც უახლოეს წლებში მივაღწევთ", _ განაცხადა მიხელ სააკაშვლმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისათვის გიორგი თარგამაძისათვის პასუხის გაცემისას.
"თქვენ გაღიზიანებთ ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც თურმე ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს. ეს ჰიდროელექტროსადგურები უზრუნველყოფენ იმას, რომ არასდროს აღარ ვიყოთ დამოკიდებული და ატუზული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის კარებთან, როგორც არიან ატუზული ჩვენზე ბევრად მდიდარი ქვეყნები", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა: "ჩვენ რომ თქვენთვის დაგვეჯერებინა ჩვენ აუცილებლად ეხლა ვიქნებოდით, თუ საერთოდ ვიქნებოდით როგორც ქვეყანა ხელგაწვდილი, დამცირებული ბოლომდე არ გვექნებოდა არანაირი ჩვენი ენერგეტიკით მომარაგების წყარო".
"ახლა აქეთ მოდიან რუსები და გვეხვეწებიან რომ მივყყიდოთ ელექტროენერგია. ჩვენ ამას სიამოვნებით გავაკეთებთ. Kკიდევ მეტს მივყიდით, კიდევ მეტს ავაშენებთ და თუ გაინტერესებთ რა არის ჩემი გეგმები, ჩემი გეგმებია რომ ვიცხოვრო ისეთ განათებულ საქართველოში რომელსაც ვერავინ ვერ ჩააქრობს და ჩააბმნელებს და ამასაც უახლოეს წლებში მივაღწევთ", _ უპასუხა მიხელს სააკაშვილმა თარგამაძეს.