ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა პარლამენტში პოლიტიკური დეპატებისას პრეზიდენტს ხუთიძირითად მიზეზი ჩამოუთვალა თუ რატომ აღარ უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში
"პირველი გახლავთ ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ არათუ კეთილდღეობა ვერ მოუტანა ქართველ ერს, ასობით ათასი ადამიანი კიდევ უფრო გააღატაკა, გაამათხოვრა და უმუშევრი დატოვა".
"მეორე, რატომაც ეს ჩინოვნიკები ხალხის მხარდაჭერას აღარ იმსახურებენ არის ის საყოველთაო უსამართლობა, რომელიც საზოგადოების თითქმის ყველა სფეროში დაამკვიდრეს.
ეს არის არჩევნების წინ მიცემული და შემედეგ შეუსრულებელი დაპირებები, ეს არის ათი აათასობით ადამიანის ჩარეცხილად გამოცხადება და ეს არის ძალადობის უამრავი ფაქტი, რომელმაც რევოლუციური ტალღა ძალიან ბევრისთვის დამღუპველ და წამლეკავ ცუნამად აქცია."
"უკვე მთელმა მსოფლიომ იცის იმ გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ, რომელშიც სააკაშვილის მთავრობა, წლებია ამყოფებს ვეტერანებს".
"მეოთხე წელია ქრისტიან-დემოკრატები ვებრძვით იმ უსამართლობას, რომელიც სააკაშვილის მთავრობამ აჭარაში, კერძოდ ხელვაჩაურში ჩაიდინა, როცა ასეულობით ოჯახს საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაკანონებული მიწის ნაკვეთები არჩევნების დასრულებისთანავე წაართვა."
"და კვლავ ვალებს ვუბრუნდები. და მინდა გკითხოთ ბატონო მიხეილ, ტყიბულში, რომ ბრძანდებოდით მოსახლეობასთან შეხვედრაზე, არ გაგიჩნდათ კითხვა, სადაა ის ასეულობით რეგრესის პენსიონერი და წარმოებით დაზარალებული ადამიანი, ორი წლის განმავლობაში კარავში, რომ ცხოვრობდა გამგეობის შენობის წინ და დავალიანების გასასტუმრებას ითხოვდა".
"დაპირებების შეუსრულებლობა და ხალხის მოტყუება ქვია იმ მდგომარეობას, რომელშიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ათი ათასი ოჯახი იმყოფება საქართველოში".
"მესამე მიზეზი რატომაც აღარ უნდა დაუჭიროთ მხარი სააკაშვილის მთავრობას არის ის, რომ, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა ამ ხელისუფლებამ ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები განსაზვრა არასწორად."
"მეოთხე მიზეზი, რატომაც ნაცმოძრაობა პოლიტიკურ პენსიაზე უნდა გავიდეს არის ადამიანის უფლებების დანაშაულებრივი დარღვევები, რომელიც პერმანენტულად ხდება ქვეყანაში".
"ომბუცმენის მიერ გამოვლენილი დანაშაულის უამრავი ფაქტი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რომელსაც სიკვდილის ექსპორტი უწოდეს, ამ ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოა. და ეს მაშინ როცა ამ საკითხებზეა საუბარი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში და ევროსაბჭოს რეზოლუციებში".
"და ბოლოს მეხუთე მიზეზი, რატომაც უნდა დავემშვიდობოთ ამ ხელისუფლებას არის ის, რომ ჩვენი სახლებიდან და ჩვენი ოჯახებიდან მათი წასლის დრო დადგა. დადგა იმიტომ, რომ ათი წელი ქვეყნაში ადამიანებისთვის, საცხოვრებელი თუ არა საარსებო პირობების შესაქმნელად საკმარისზე მეტი დროა. წასვლის დრო დაგა იმიტომ, რომ ნაცმოძრაობამ არცერთი გახმაურებული მკვლელობა ობიექტურად და სამართლიანად არ გამოიძია და მის რიგებში მყოფი დამნაშავეები სათანადოდ არ დასაჯა. შესაბამისად ნაცმოძრაობამ, ყველა თავისი რესურსი უკვე ამოწურა, მას სიკეთის მოტანა ქვეყნისთვის აღარ შეუძლია. თუ ოქტომბრის ბოლოს ყველამ ერთად არ გავაკეთეთ სწორი არჩევანი, ჩვენ მივიღებთ ელიტარულ კორუფციაში ჩაფლულ შევარდნაძე ორს, ოღონდ კიდევ უფრო ძლიერს ფინანსურადაც და რეზინის ტყვიებითაც".