ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა პარლამენტში პოლიტიკური დებატებისას პრეზიდენტს ჩამოუთვალა "რა არ მოსწონთ და რა არის კატეგორიულად მიუღებელი".
მისი თქმით, მიუღებელია ის, რომ უკვე მეოთხე წელია ყველა იმ დასმულ კითხვას, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უმძიმეს პრობლემად აწევს, პრეზიდენტი მუდმივად უპასუხოდ ტოვებს.
"ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ არ ხართ პრეზიდენტი, რომელიც თავის მოღვაწეობას ხალხს უძღვნის. თქვენი საქმიანობა მხოლოდ საკუთარი პიარია, უფრო ზუსტად კი პიარ ტყუილი, რომელშიც თავად ცხოვრობთ და ცდილობთ მთელი ერიც აცხოვროთ", - განაცხადა ახვლედიანმა.