„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი გიორგი თარგამაძე პარლამენტში მიმდინარე დებატებისას, 13 წლის მიხეილ ალექსიძის პრობლემას შეეხო, რომელიც 53-ე სკოლიდან გარიცხეს.
„მე დღეს აქ წარმოვადგენ ოჯახს 53-ე სკოლის ყოფილი მოსწავლის, 13 წლის მიხეილ ალექსიძის, რომელიც არის სტიქაროსანი, საოცრად პატიოსანი, დირექტორის ახირებით, სახელმწიფომ კონსტიტუციის უფლების დარღვევითა და სახალხო დამცველის უმწვავესი რეკომენდაციის უგულებელყოფით ფაქტობრივად განათლების მიღება აუკრძალა. 4 თვეა მიხეილის დედა, რომელსაც იგივე 53-ე სკოლაში კიდევ ერთი შვილი და სახლში პირველი ჯგუფის ინვალიდი მეუღლე ჰყავს, სკოლიდან სკოლაში უშედეგოდ დადის უხეში სახელმწიფო მანქანით დათრგუნული, დიაბეტით დაავადებული ბავშვისთვის სწავლის უფლების დასაბრუნებლად", - განაცხადა თარგამაძემ.