"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ გადამზადებას და ახალი საქმის დაუფლებას. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ პროფესიული გადამზადების სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენისას და აღმიშნა, რომ წელს 5 ახალი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება, ამას გარდა, 2012 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქე რომელსაც სურვილი ექნება შეისწავლოს და ახალი პროფესია სახელწმწიფოსგან მიიღებს 1000 ლარიან საგანმანათლებლო ვაუჩერს.
"ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. ამისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ გადამზადებას და ახალი საქმის დაუფლებას, რისი დიდი მოთხოვნაც არის ბაზარზე. Mმე მწამს რომ საახელმწიფო ვალდებულია შექმნას სათანადო პირობები ყველა იმ ადამიანისთვის ვუისაც უნდა საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი პროფესიის დაუფლება. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ პროფესიული გადამზადების სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას. დღეს ჩვენ ვაშენებთ გაცილებით მაგარ საგანმანათლებლო ცენტრებს 2012 წელს 5 ახცალი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება. ხოლო მეორეს მხრივ 2012 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქე რომელსაც სურვილი ექნება შეისწავლოს და აითვისოს ახალი პროფესია კერძო თუ პროფესიულ სასწავლებლებში სახელწმიფოსგან მიიღებს 1000 ლარიან საგანმანათლებლო ვაუჩერს. ეს თანხა მთლიანად აანაზღაურებს მისი მაღალი ხარისხის გადამზადების კურსს", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.