"სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა ასეთი მასშტაბით დაზღვევამ შესაძლებელი გახადა სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის თანამშრომლობის ატმოსფეროს ჩამოყალებება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
იგი აცხადებს, რომ მიესალმება სადაზღვევო კომპანიების მონდომებას, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, თუნდაც სახელმწიფოს ზედამხედველობით, აღმოიფხვრას ყველა არსებული სირთულე და პირველ ადგილზე მოქალაქის ინტერესები დადგეს.
"სადაზღვევო კომპანიებს კარგად აქვს გაცნობიერებული: ჩვენ იმიტომ არ ვაფართოებთ დაზღვეული ადამიანების წრეს, რომ შემდეგ ამ ადამიანებმა მოტყუებულად და მიტოვებულად იგრძნონ თავი! ამას არ დავუშვებთ და ეს არის ჩემი პირობა თითოეული მოქალაქის წინაშე. 2012 წელს ვაცხადებთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გარდამტეხ წლად - წლად, როდესაც ყოველი მეორე ქართველი იქნება დაზღვეული და მისთვის რეალურად ხელმისაწვდომი იქნება მაღალი დონის ჯანდაცვა", - განაცხადა პრეზიდენტმა.