"მივმართავ თითოეულ მოქალაქეს - ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი",_ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენისას საქართველოს მთავრობის დამატებით გეგმებზე ისაუბრა.
"2015 წლის ხედვა რომელიც შარშან წარმოგიდგინეთ ძალაში რჩება. მაგრამ მე დღეს მინდა გესაუბროთ იმ დამატებითი გეგმების შესახებ, რომელიც მთავრობას აქვს იმისათვის, რომ უფრო მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღოს სარგებელი თავისი მიმდინარე განვითარებიდან. ეს არის გეგმა იმისა თუ როგორ ვაქციოთ ქვეყნის წინსვლა ერთი ოჯახის წინსვლად. თუ როგორ დავეხმაროთ თითოეულ მოქალაქეს ქვეყნის წარმატებიდან საკუთარი წილი წარმატების მიღებაში", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშმნავს, რომ ახალი გეგმა 5 ძირითად ასპექტს ეფუძნება.
მისივე თქმით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის დასაქმება.
"პირადად ჩემთვის, მთავრობისთვის არ არსებობს იმაზე დიდი ამოცანა, ვიდრე ამ ადამიანების დასაქმება. მე კარგად მესმის, რომ საბოლოოდ ქვეყნის წარმატება იზომება არა ციფრებით და რეიტინგებით, არა პროცენტებით და უცხოურ გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებით, არამედ მთელი საზოგადეობის და თითოეული ადამიანის კეთილდღეობით", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშანვს, რომ ეკონომიკა არ არის მხოლოდ ციფრები ეკონომიკა არის ის თუ როგორ გრძნობენ ადამიანები თავს. რამდენად აქვთ სტაბილური შემოსავლი, რამდენად არიან სოციალურად დაცულები, რამდენად აქვთ ხვალინდელი დღის იმედი.
"მე მინდა რომ თითოეულ ამ ადამიანს მივმართო ამ ტრიბუნიდა, რომ ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი. ჩვენი ქვეყანა დღეს უკვე ვითარდება. Dდა შორს არ არის ის დრო როდესაც ამას საკუთარ ცხოვრებაზე იგრძნობთ. რადგან მთელი მთავრობის ყოველდდღიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნის წარმატება თქვენს პირად წარმატებად ვაქციოთ. თან რაც შეიძლება მალე", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.