მომავალი წლის პირველი იანვრიდან, თითოეული ოჯახი მესამე ბავშშვის გაჩენის შემდეგ ერთჯერადი დახმარების სახით მიიღებს 1000 ლარს, ხოლო მეოთხე და მეტი ბავშის დაბადებაზე 2000 ლარს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.
„გარდა ამისა, 2013 წლის პირველი იანვრიდან დამატებით დავაზღვევთ ყველა იმ ბავშვს და 18-წლამდე ახალგაზრდას, რომელიც 4 ან მეტ შვილიან ოჯახში იზრდება. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს შობადობის ზრდას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა საქართველოს კათლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ უწმინდესი მუდმივად ახსენებს ქართველებს რომ უნდა გამრავლდნენ.