ბერლინში დაგეგმულ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" ბიოღვინოს, ქვევრის ღვინის, მწვანე და შავს ჩაის, სვანური მარილის და აჯიკის გამოფენას და მათ პოპულარიზაციას გეგმავს.
"ელკანას" გარდა საქართველოდან "მწვანე კვირეულის" გამოფენაში ღვინის კომპანიები: კორპორაცია "ქინძმარაული", "ტიბანელი", "თელიანი ველი" და "ბაგრატიონი". მიიღებენ მონაწილეობას.
"მწვანე კვირეული" ბერლინში 15-24 იანვარს გაიმართება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, გამოფენაში ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები მონაწილეობენ.
აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
სამინისტროს ცნობით, "მწვანე კვირეულის" გამოფენის მთავარი მიზანი, თანამედროვე სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და მებაღეობის სექტორების განვითარების ხელშეწყობაა. ანალოგიური გამოფენების ჩატარება ქვეყნებს შორის, არაფორმალური კონტაქტების დამყარებასაც უწყობს ხელს.
წლის ბოლომდე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ორ მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. 2010 წლის ბიუჯეტით, სანაპირო ზოლის, ზღვის წყლისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში მინიტორინგის პროგრამა 14 900 ლარით განისაზღვრა. სანაპირო ზოლის, სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლის კონტროლისთვის 9 600 ლარი გამოიყო.
გარდა ამისა სამმართველო ნაპირგამაგრებითი სამუშაოებისა და სანაპირო ზოლის დამცავი ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, რომლის საერთო ბიუჯეტი 457 000 ლარს შეადგენს. წელსვე რაიონულ სატყეო მეურნეობაში რეფორმის გატარება იგეგმება. დღეისათვის, თითო განყოფილებაში 45 მეტყევეა დასაქმებული. რეინჯერულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში კი მათი რაოდენობა შემცირდება, ახალი კადრები კი კონკურსის გზით შეირჩევა. სამმართველო აღნიშნულ ცვლილებას ტყის ეფექტური დაცვის მიზნით და ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის აკრძალვისთვის ახორციელებს.