ლოს-ანჟელესში კოდაკის დარბაზში ოსკარის 84-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდობის ცერემონილაშს 3300 სტუმარი დაესწრება. ცერემონიალის ტრალსირება მსოფიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში მოხდება.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 84-ე ცერემონიალის წამყვანი კომიკოსი ბილი კრისტალი იქნება.
ადრე ბილი კრისტალი რვაჯერ იყო კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალის წამყვანი, იგი ამ ამპლუაში ბოლოს 2004 წელს გამოვიდა.
თავდაპირველად "ოსკარის" წამყვანად მსახიობი ედი მერფი მოიაზრებოდა, მისი კანდიდატურა 2011 წლის ზაფხულში კინოაკადემიამ მოიწონა. თუმცა 9 ნოემბერს ედიმ უარი განაცხადა წაეყვანა ცერემონიალი. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ოსკარის" პროდიუსორობიდან განთავისუფლდა ბრეტ რატნერი, რომელთანაც ედი დიდიხანია თანამშრომლობს.
რატნერის წამოსვლის მიზეზი გახდა სკანდალი, რომელიც სექსუალური უმცირესობის მიმართ გამოთქმული არაკორექტული გამონათქვამების გამო აგორდა.
კრიტიკოსტა აზრი მთავარი ოსკარის, სავარაუდო, ფლობელთან დაკავშირებით ერთსულოვანი არაა, „არტისტი" (10 ნომინაცია), "დროს მცველი" (11 ნომინაცია) და სხვა არაერთი ფილმი ნომინატებიდან შესაძლო გამარჯვებულად სახელდება.
ოსკარის დაჯილდოებიის ცერემონილი თბილისი დროით 04:00 საათზე დაიწყება.