აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლონტონმა სირიის მოსახლეობას ქალაქ ჰომსის მოსახლეობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ბიბისი-ს ინფორმაციით, კლინტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰომსში სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს და ამ ქალაქის მოსახლეობა თანამემამულეების დახმარებას საჭიროებს.
კლინტონმა ამავე დროს აღნიშნა, რომ უცხო ძალების ჩარევა კონფლიქტს მხოლოდ გაამწვავებს და დასძინა, „ლიბიის მსგავსი ოპერაციის ჩატარება სირიაში არ შეიძლება, რადგანაც ლიბიაში კადაფის მოწინააღმდეგეები ქვეყნის მნიშვნელოვან რაიონებს აკონტროლებდნენ, მაშინ როდესაც ეს უპირატესობა სირიის ოპოზიციას არ გააჩნია".
შეგახსენებთ, რომ მესამე კვირაა სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ ჰომსს არტილერიით ბომბავენ.