მსოფლიოში ჯანდაცვის პროდუქციის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის, Johnson & Johnson -ის გენერალური დირექტორი, ბილ უელდონი, 2012 წლის აპრილში გადადგება.
კომპანიის პროდუქციით მომხმარებლებს ბევრი პრეტენზია აქვთ. ეს განსაკუთრებით მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის დაბალი ხარისხით არის გამოწვეული, რის შედეგადაც, კომპანიამ ასობით მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.