ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ავტოსაგზაო შემთხვევას მარნეული-შაუმიანის მაგისტრალზე. "მოსკვიჩის" მარკის ავტომანქანა, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარე განათების ბოძს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, "მოსკვიჩის" 4 მგზავრიდან 1 გარდაიცვალა. სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, სამივე დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.