კიკვიძის პარკში, პარტია "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის", საერთაშორისო მდივანი, თეიმურაზ მურვანიძე დააკავეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, მათთვის ამ დრომდე უცნობია, თუ რა მიზეზით მოხდა, პარტიის საერთაშორისო მდივნის დაკავება. 
"ჩვენ გვაქვს ვიდეო კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ თეიმურაზ მურვანიძე არ ეწვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
"სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა" მიმართავს სახალხო დამცველს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ რეაგირობა მოახდინონ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.