შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და შავი ზღვის სამსახურის ფოთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-4 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, (სამეურნეო ფეკალური წყლების ზღვაში ჩაშვება) ნიდერლანდების დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "MOSELDIJK"-ი დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის, იური კობას მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით.
აღსანიშნავია, რომ 23 თებერვალს, ნიდერლანდების დროშით მცურავ გემის კაპიტანს, უკრაინის მოქალაქე იური კობას, ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 17 600 ლარის ოდენობით.