სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, რუსეთის პრემიერსა და პრეზიდენტობის კანდიდატს ვლადიმერ პუტინს ჰგონია, რომ მას აქვს უნარი მთელ მსოფლიოს ჭკუა ასწავლოს.
"არ შეიძლება რომელიმე ადამიანს სცემდე პატივს, როდესაც არ სცემ პატივს ამ ხალხის არჩევანს და თავისუფლებას. როდესაც ტანკებით, შეიარაღებული ძალით და ინტერვენციის გზით ცდილობ ჩაახშო თავისუფლებისკენ ლტოლვა შენი მეზობელი ხალხის, ამის შემდეგ პუტინის მსგავსი განცხადება მხოლოდ ბუტაფორიულად და ცინიკურად შეიძლება იყოს აღქმული. რატომღაც მას ჰგონია თავი მის პოზიციაში ისე, რომ ის არის დიადი საბჭოთა კავშირის ლიდერი და მას აქვს უნარი და შესაძლებლობა, რომ მთელ მსოფლიოს ასწავლოს ჭკუა და თითი დაუქნიოს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობა აღდგება. პუტინი ქართველ ერს მოძმე ერს უწოდებს და იმედი აქვს, რომ ქართველი ხალხი საბოლოოდ გააცნობიერებს იმას, რომ რუსეთი არა მტერი, არამედ მეგობარია.