"2008 წლის აგვისტოს მოვლენები რომ განმეორდეს, ჩვენი პასუხი ისეთივე ხისტი, მკაფიო, ეფექტური და საკმარისი უნდა იყოს", _ ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კინოსატელევიზიო კომპლექსში საქართველოს ოკუპაციაში მონაწილე სამხედროებთან, ოკუპაციიის შესახებ გადაღებული ფილმის შემქმნელებთან და მსახიობებთან შეხვედრისას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ამ მოვლენებს ვუბრუნდებით. ეს საჭიროა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს საჭიროა ჩვენი მეგობრების ხსოვნისთვის, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების დაცვისას დაიღუპნენ და ეს საჭიროა იმისთვის, რომ ამგვარი მოვლენები არასოდეს განმეორდეს და თუ განმეორდება, ჩვენი პასუხი ისეთივე ხისტი, მკაფიო, ეფექტური და საკმარისი უნდა იყოს", _ აცხადებს მედვედევი.