"რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციისას საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, საქართველო დღემდე სისხლშია.
"მე ყოველთვის ვწყევლიდი სტალინს, რომელიც გორში დაიბადა, ცხინვალის სიახლოვეს და საქართველო დღემდე სისხლშია. ვიდრე აქ იყო რუსული არმია 200 წლის განმავლობაში იყო სიმშვიდე, ახლა კი მუდმივად იქნება არეულობები და ამის შემდეგ ქართველებს კიდევ ყოფნით სინდისი და ოკუპაციის მუზეუმს ხსნიან. ჩვენ სამხრეთ ოსეთი ჩვენი დაცვის ქვეშ ავიყვანეთ და თუ ქართველებმა ასე გააგრძელეს შეიძლება 200 წლის შემდეგ ცხინვალის ცენტრშიც ოკუპაციის მუზეუმი გახსნან", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.
მოსკოვში საპროტესტო აქცია სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა გამართეს.