ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართული მხარე ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაზე აპირებს ყურადღების გამახვილებას დღეს ქართული დელეგაცია ვენაში. ავსტრიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია დღეს გაიმართება.
ქართულ დელეგაციაში აცხადებენ, რომ აქცენტი იმ ვალდებულებებზეც გაკეთდება, რომლებსაც რუსეთი დღემდე არ ასრულებს.
სესიაზე საუბარი რუსეთში ჩატარებულ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შესახებაც იქნება. ამასთან დაკავშირებით ეუთო-ს სადამკვირვებლო გუნდი სპეციალურ ანგარიშს წარადგენს.