22 თებერვალს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე, სელესტ ბოლანდერი ეწვევა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ბოლანდერი სპეციალურ ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც აშშ-იდან ჩამოვა.
ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ეს ვიზიტი კონკრეტულად არის გამოძახილი საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის დროს მიღებული შეთანხმების პრაქტიკული განხორციელებისა. კონკრეტული მოლაპარაკებები ტექნიკურ ეტაპზე გადავა", - განაცხადა კალანდაძემ.
კალანდაძის თქმით, სპეციალური ჯგუფი თავდაცვის სამინისტროში შეხვედრებს გამართავს, რათა კონკრეტული მოლაპარაკებები დაიგეგმოს და ჩამოყალიბდეს, რა ფორმით წარიმართება თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.