აზერბაიჯანში დაკავებულნი არიან ადამიანები, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მოქმედებდნენ. მათი მიზანი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტების განხორციელება, რომლის დროსაც ისინი ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს იყენებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის ნაციონალური უშიშროების სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის განხორციელების მიზნით, ირანულ სამსახურ "სეპახის" დავალებით ისინი სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას აგროვებდნენ. მათ ბევრი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ შეძენილი და მოსამზადებელი სამუშაოც ჩატარებული ჰქონდათ.
აზერბაიჯანში ტერაქტის ჩატარებისთვის ორგანიზებულ ირანული სამსახურის "სეპახის" წარმომადგენლის მიერ შექმნილ დაჯგუფებასა და ტერორისტულ დაჯგუფება "ჰეზბოლას" წარმომადგენელს შორის უფლება-მოვალეობები უკვე განაწილებული იყო.