"ქრისტიან-დემოკრატები" პარტიებისთვის სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში გასაცემი საჩუქრების ლიმიტის 5 ათასი ლარიდან 60 ათასამადე გაზრდას ითხოვენ.
აღნიშნულს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლიც „ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით მომზადდა.
კანონში რამდენიმე თვის წინ შესული ცვლილებების თანახმად, პარტია უფლებამოსილია სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნის ფარგლებში წლის განმავლობაში საჩუქრად გასცეს მცირე ღირებულების მქონე ნივთები საერთო ღირებულებით არა უმეტეს 5 000 ლარისა.
საკანონმდებლო ინიციატივა კი 5 ათას ლარიანი ზღვარის, 60 ათას ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, სადაც თითოეული ღონისძიებისათვის გაწეული ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
ამასთან, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში პარტიის მიერ 5000 ლარის ღირებულების ნივთების გაჩუქება სადღესასწაულო ღონისძიებებისას მეტად უმნიშვნელო სრულიად არაეფექტური და მიზერულია.