არაარსებულ სახელმწიფოს არარსებულ პასპორტებში ვიზებს არავინ ჩაარტყამს. ამის შესახებ დღეს, ჟურნალიტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბრიტანეთის ელჩის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ელჩები მუდმივად ჩადიან.
"აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო არაარსებული ერთეულია, გამოგონილი რეალობა, ამიტომ არაარსებულ სახელმწიფოს არაარსებულ პასპორტებში ვიზებს არავინ ჩაარტყამს", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში დიდი ბრიტანეთის ელჩის ჯუდიტ გოფის ვიზიტის დროს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ შესთავაზა, რომ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებს "აფხაზური პასპორტებით" ბრიტანეთში შესვლის უფლება მიეცეთ.