საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.