"საგადასახადო კოდექსში" მორიგი ცვლილებები შედის. პრემიერ-მინისტრის ნიკოლოზ გილაურის თქმით, უახლოეს თვეებში "საგადასახადო კოდექსში" მორიგი ცვლილებები განხორციელდება. მისი თქმით გასულ შაბათ-კვირას მთავრობას კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ქონდა შეხვედრა.
"აშკარაა, რომ ეკონომიკურ ზრდაში კერძო სექტორის აქტიურობა შეინიშნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე მოვისმინეთ რამდენიმე პოზიტიური წინადადება და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ უახლოეს თვეებში დამატებითი ცვლილებები განხორციელდეს "საგადასახადო კოდექსსა" და სხვა კანონებში" - განაცხადა გილაურმა.
მისივე თქმით, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების მიზანს ბიზნესისა და კერძოს სექტორის წახალისება წარმოადგენს, რათა მათ უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ ქვეყანაში, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.