"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკური პარტნიორებით ამაყობეს. როგორც მან პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზენტაციისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ "ბიძინა ივანიშვილთან და კოალიციის სხვა წევრებთან ერთად ძალიან სწრაფად განთავისუფლებდება საქართველო სააკაშვილისგან".
"მე მეამაყება, რომ ასეთ პარტნიორებთან ერთად ვაბრძოლებ ბრძოლას საქართველოს გათავისუფლებისთვის ნაციონალური მოძრაობისგან და მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობისგან. მე დარწმუნებული ვარ თითოელ თქვენთაგანთან ერთად ამ მიზანს ძალიან სწრაფად მივაღწევთ", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია, კახა შარტავა, დავით უსუფაშვილი, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და ნოდარ ხადური.
"ქართული ოცნების" კოალიციის შემადგენლობაში არიან "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკური პარტია, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და "ეროვნული ფორუმი".
ივანიშვილის თქმით, "კონსერვატორებიდან" და "ხალხის პარტიიდან" ახალ პოლიტიკურ კოალიციას მხოლოდ ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი შეუერთდებიან. მიუხედაბად ამისა, ივანიშვილის თქმით, ძიძიგურისა და დავითაშვილის პარტიების აქტივები კოალიციის დახმარებისკენ იქნება მიმართული.