"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოში ვერ მოხვდა. როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ის "ქართულ ოცნებაში" მუშაობის პიარის კუთხით, თუმცა მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებაში.
"მე გული არაფერზე მწყდება. მე უპირობო მხარდაჭერა გამოვხატე კოალიციის მიმართ. ვმუშაობ იმ საქმეში, რაც ყველაზე კარგად მესმის. ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, პიარი და ვმუშაობ ამ მიმართულებით "ქართულ ოცნებაში", თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში მეც ვმონაწილეობ", - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია, კახა შარტავა, დავით უსუფაშვილი, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და ნოდარ ხადური.
"ქართული ოცნების" კოალიციის შემადგენლობაში არიან "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკური პარტია, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და "ეროვნული ფორუმი".
ივანიშვილის თქმით, "კონსერვატორებიდან" და "ხალხის პარტიიდან" ახალ პოლიტიკურ კოალიციას მხოლოდ ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი შეუერთდებიან. მიუხედაბად ამისა, ივანიშვილის თქმით, ძიძიგურისა და დავითაშვილის პარტიების აქტივები კოალიციის დახმარებისკენ იქნება მიმართული.