სასტუმრო "რადისონში" პოლიტიკურმა კოალიციამ "ქართული ოცნები" პრეზენტაციაზე, სადამფუძნებლო დეკლარაცია მიიღო.
დკლარაციაზე ხელს აწერენ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა პრეზენტაციისას განაცხადა, კოალიციის სხვა წევრები "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი, "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური კოალიციაში წარმოადგენენ საკუთარ პარტიებს.
ივანიშვილის თქმით, დავითაშვილი და ძიძიგური კოალიციის სრულუფლებიანი წევრები არიან.
"ჩვენი ქვეყნისთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გზაგასაყარია - ამ არჩევნების შემდეგ საქართველოში რელაურდად უნდა დაიწყოს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება. ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და დიქტატს, სამართლიანობასა და უსამართლობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო იზოლაცია შორის, საქართველოს გადარჩენისა და თანამედროვე სახელნწიფოს დამკვიდრებისთვის აუცილებელია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გამარჯვება პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ მმართველ რეჟიმზე, რომელიც დღეს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის. სწორედ ამ გამარჯვების უზრუნველსაყოფად შეიქმნა პოლიიკური კოალიაცია ქართული ოცნება. კოალიცია აერთიანებს იმ პოლიტიკურ ძალებს რომლებიც გაერთიანებული არიან თავისუფლების და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე და გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის მიზნებს, - ნათქვამია დეკლარაციაში.