დღეს, 21 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რადისონში" პოლიტიკური კოალიციის "ქართული ოცნება" პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკურ კოალიციას ბიძინა ივანიშვილი წარადგენს.
"გამოცხადდება პოალიტიკური კოალიცია იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ყველასთვის ცნობილია. გარდა ამისა, ხელი მოეწერება პოლიტიკურ დეკლარაციას", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პრეზენტაცია მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება.