საპარლამენტო უმცირესობას პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს ახალი და ორიგინალური ინიციატივების მოსმენის იმედი არა აქვს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმცირესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის შემდეგ ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა.
"მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მოსვლის გარდა, საინტერესოა, რა იქნება მისი მოხსენების შინაარსი, კერძოდ, რა გეგმები აქვს მთავრობას. თუმცა ეჭვი მეპარება, რაიმე ახალი და ორიგინალური იყოს", - განაცხადა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით მომავალ კვირას წარდგება, რის შემდეგაც სხდომა დებატების ფორმატში გაგრძლდება.